კომპანიის შესახებ

შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი საქმიანობს როგოროც ჰოლდინგი და უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების მხარდაჭერას საწყის და განვითარების ადრეულ ეტაპზე, კერძო კაპიტალით, ასევე მართვაში მონაწილეობით და სხვადასხვა დარგობრივი ექსპერტიზის გაზიარებით.

ჰოლდინგი, ისევე როგორც მისი შვილობილი კომპანიები, დაფუძნებულია საქართველოში ქართველი დამფუძნებლების მიერ. ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან, რომელბიც ჩვენთან ერთად ფლობენ და მართავენ აღნიშნულ კომპანიებს

შვილობილი კომპანიების მეშვეობით ვსაქმიანობთ ისეთ დარგებში და ინდუსტრიებში, როგორიც არის:

  • ინდუსტრიული/კომერციული მომსახურება
  • სპეციალიზირებული სადისტრიბუციო მომსახურება
  • საცალო ვაჭრობა
  • ჰიგიენა, სანიტარია და ეკოლოგია

სამომავლოდ ჯგუფი არ გეგმავს შემოიფარგლოს მხოლოდ აღნიშნული დარგებით, ან მხოლოდ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებით, არამედ გეგმავს მომავალში ცალკე და ფოკუსირებულად განიხილოს სხვადასხვა დარგის და მაშტაბის საინტერესო პროექტი და წამოწყება.